მონღოლეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა. არჩევნები 9 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სპორტული ღონისძიებების გამო 2 დღით ადრე იმართება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მონღოლეთში 2 კვირის წინ ჩატარდა, თუმცა ხმათა 50 პროცენტის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო.