ჩინური ავიამზიდი ლიაოინი ჰონგ-კონგის პორტში შევიდა. სამხედრო გემი მონაწილეობას ბრიტანეთის მიერ ჩინეთისთვის ჰონგ კონგის გადაცემის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალში მიიღებს. ლიაონინი მოდერნიზებული ავიამზიდია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთმა უკრაინისგან 25 მილიონ დოლარად შეიძინა.