ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ ნინსიანის პროვინციაში 44 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. დატბორილია 14 ათასზე მეტი სახლი, საგზაო მაგისტრალები და სასოფლო-სამეურნეო მიწები. სტიქიით მიყენებული ხარალი მილიარდ დოლარს აღემატება.