"თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ ჭარბაძემ და "თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა, პანტიკო თორდიამ განაცხადეს.
ჭარაბაძის განცხადებით, "თბილავიამშენი" სმინისტროს შემადგენლობაში თავად საწარმოს ხელმძღანელობის ინიციატივით გადავიდა. მისი განმარტებით, ეს ფაქტი მთელი რიგი პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნაზე და სამხედრო სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებაზე.
"ჩვენ მათთან დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ, ტექნიკის სარემონტო მომსახურების შესყიდვს კუთხით. "თბილავიამშენის" თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა მთელ რიგ პროცედურებს გაამარტივებს", - განაცხადა ჭარბაძემ.
"თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა, პანტიკო თორდიამ აღნიშნა, რომ ახალი სამხედრო სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმანა "თბილავიამშენის" კოლექტივის გარანტირებულ დაკვეთებს უზრუნველყოფს; ასევე, მისი თქმით, აღნიშნული შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს; მანვე აღნიშნა, რომ "თბილავიამშენის" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლით კმაყოფილია.