"ჩვენის საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ივლისის შუა რიცხვებში პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
"ზაფხულის განმავლობაში პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს. ჩვენი მიზანია, ივლის-აგვისტოში რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნება და მათი გაძლიერება. ამ მიზნით, ჩვენ უახლოეს დღეებში რეგიონებში გავალთ და ადგილზე პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს პრეზენტაციებს გავმართავთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ივლისის შუა რიცხვებში თბილისში პარტიის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რეგინებიდან "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტებიც დასწრებიან, სადაც პარტიის განვითარების გეგემებს განიხილავენ.