გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გმობს, რუსეთმა მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. მოსკოვის განმარტებით, აშშ-ის მიერ მომზადებულ განცახდების ტექსტში ნათქვამია, რომ ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის თავადაცვის სამინისტროს მტკიცებით, რაკეტა საშუალო სიშორის იყო.