საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პენიტენციური სისტემის მონიტრინგის კომისიასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვს.
როგორც ლორთქიფანიძე განმარტავს, სათანადო კანონპროექტი მას უკვე მომზადებული აქვს და საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს ჩააბარა. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან არსებული პენიტეცნიალური სისტემის მონიტორინგის კომისია მუდმივმოქმედი უნდა იყოს და ის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით უნდა შეიქმნას.
ამასთან, კომისიაში წევრები ფრაქციებმა უნდა წარადგინონ, რომლებიც როტაციის პრინციპით შეიცვლებიან. რაც შეეხება პენიტენციური სისტემის მუდმოვმოქმედი კომისიის წევრების უფლებამოსილებას, კანონპროექტის თანახმად, ეს საკითი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის დებულებით გაიწერება.
ცნობისათვის, საუბარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან არსებული პენიტენციალური სისტემის მონიტროინგის კომისიის დაკომპლექტების წესსა და მის უფლებამოსილების განსაზღვრაზე.