პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი სკოლის მანდატურების მინიმალურ ასაკად 20 წლის განსაზღვრას ეწინააღმდეგება.
კომიტეტის ეს პოზიცია დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ~.
აღნიშნული კანონპროექტი სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს და როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ აღნიშნა, კომიტეტი კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. თუმცა, მეორე მოსმენითვის მათ არაერთი შენიშვნა ექნებათ.
კერძოდ, ოთარ თოიძესთვის კატეგორიულად მიღებელია, რომ მანდატურის მინიმალურ ასაკად, 20 წელი განისაზღვროს.
`შეუძლებელია, 19 წლის ბიჭებთან წესრიგის დასამყარებლად, 20 წლის ადამიანი შეუშვა", - განაცხადა ოთარ თოიძემ და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არის "პრინციპულად მნიშვნელოვანი~ და იმედოვნებს, რომ კომიტეტის ეს შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.