ბლოკ ჯორჯია დედაქალაქში არც ერთ საავადმყოფოს მმართველობას აღარ ფლობს, - ეს განცახდება ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიცია "ბლოკ ჯორჯიას" მფლობელობაში არსებული საავადმყოფოების რაოდენობის საკითხით დაინტერესდა.
კვიტაშვილის განმარტებით, თბილისში მე-8 საავადმყოფოსა და მე-5 სამშობიაროში მიმდინარეობს შიდა აუდიტი, რათა დაითვალონ ბლოკ ჯორჯიას დანახარჯები და შემდეგ ეს თანხა ამ კომპანიის ჯარიმებში გაიქვითება.
"სხვა არანაირი საავადმყოფო ამ კომპანიის მმართველობაში თბილისში დღეს არ არსებობს",' - აცხადებს კვიტაშვილი, თუმცა მისი თქმთ, განსახვავებული ვითარებაა რეგიონებში და როგორც იგი განმარტავს, ზოგიერთ რაიონში "ბლოკ ჯორჯიას" მმართველობაში აქვს საავადმყოფოები სადაზღვევო კომპენიებთან ერთად და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც მათთან ერთად ინაწილებს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი იმ საკითხითაც დაინტერესდა რეალურია თუ არა ინფორმაცია, რომ თითქოს ბლოკ ჯორჯიას მე-8 საავადმყოფო და მე-5 სამშობიარო ბანკში იპოთეკით ჰქონდა ჩადებული. თუცმა, როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია არანაირადარ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგსამით აცხადებს, რომ ბლოკ ჯორჯია თბილისში არცერთ საავადმყოფოს არ ფლობს.