საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ 60-70-საწოლიანი საავადმყოფოების აშენებისათვის იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ეს მთავრობამ განსაზღვრა. ამის შესახებ განცხადება კახა ოქრიაშვილმა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, 20 და 30-საწოლიანი საავადმყოფოების აშენებისათვის, შესაძლოა, მციე დრო საკმარისი იყოს თუმცა მიაჩნია, რომ უფრო დიდი საავადმყოფოების აშენებისათვის წელიწად ნახევარი და ორი წელი არ არის საკმარისი დრო და ეს ვადა კომპანიებს ამ პირობის შესასრულებლად არ ეყოფათ.
ოქრიაშვილი შიშობს, რომ, შესაძლოა, აღნიშნული პროგრამები შეფერხდეს და მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ გარკვეული კომპანიებისათვის რომლებსაც ვალდებულება მრავალსაწოლიანი საავადმყოფოების აშენაბაზე აქვთ აღებული ვადა გაუხანგრძლივდეთ.
ამ შენიშვნას და თხოვნას ჯანდაცვის მინისტრი მნიშვნელოვნად აფასებს და როგორც სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, ოქრიაშვილის ამ შეთავაზებას მთავრობა აუცილებლად განიხილავს და აღნიშნავს, რომ "მთავრობის სურვილი არ არის კომპანიების ვადაში გჭედვა და შესაბამისად მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები", - აცახდებს კვიტაშვილი.