შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა შეუძლია. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯეფ დევისმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკულ სისტემებს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და განადგურება შეუძლია. ბოლოს ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა 4 ივლისს გამოსცადა. რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.