ბოლო 4 დღის განმავლობაში ჩიკაგოში სროლების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. არიან გარდაცვლილებიც. განსაკუთრებით ადგილობრივი ბანდები 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გააქტიურდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით პრობლემურ რაიონებში დამატებით ათასი პოლიციელი შეიყვანეს. პრეზიდენტმა ტრამპმა კი ჩიკაგოში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები გაგზავნა.