თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 6 წევრი დააკავა.
სპეცოპერაცია კოჯაელისა და კაისერის პროვინციებში ჩატარდა.
hurriyet-ის ინფორმაციით, ისლამისტები სახალხო-რესპუბლიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
ივნისში პარტიის ერთ-ერთს ლიდერს, ენის ბერბეროღლუს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დეპუტატი პრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულეს.