იაპონიაში სტიქიური საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფუკუოკას და სიმანეს პრეფექტურები 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ნალექსების რაოდენობამ პრეფექტურაში საათში 100 მილიმეტრს გადააჭარბა, რის შედეგადაც მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია რამდენიმე დასახლებული რაიონი.