რუსულმა სტრატეგიულმა რაკეტამატარებლებმა ტუ-95-ებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. სარაკეტო დარტყმები ჰამასა და ჰომსის სასაზღვრო რაიონზე განხორციელდა. შედეგად ტერორისტთა 3 იარაღის საწყობი და სამეტაურო შტაბი განადგურდა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.