მონტენეგროში მეხანძრეებმა ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი გუშინ ტივატის რაიონში ზღვისპირა ზოლს გაჩნდა. სტიქიის გამო Plavi horizont-ის პლაჟიდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე და 30 ერთეული სახანძრო ტექნიკა იყო ჩართული.