დღეს, უეფას "ევროპა ლიგის" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" ტალინის "ფლორას" უმასპინძლებს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობისათვის, ესტონელები თბილისში 2 დღის წინ ჩამოვიდნენ და სასტუმრო "პრესტიჟში" დაბინავდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ესტონეთის ნაკრები ყოფილი მცველი, მარტინ რემია. აღსანიშნავია, რომ ესტონელების შემადგენლობაში 20 წლის ქართველი თავდამსხმელი, ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "პირველ არხზე" იქნება.