ჩინეთის ლიდერი ბერლინს სტუმრობს. სი ძინპინს საპატიო მიღება გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოუწყო. ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ძინპინი კანცლერ მერკელთან შეხვედრასაც გეგმავს. ჩინეთის ლიდერი მონაწილეობას ჰამბურგის დიდი ოცეულის სამიტშიც მიიღებს.