ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში 2030 წლისთვის მოტოციკლბით გადაადგილება აიკრძალება. გადაწყვეტილებას მხარი ქალაქის საბჭოს 96-მა წევრმა დაუჭირა, 95-მა კი ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ქალაქში მოტოციკლეის, სკუტერებისა და მოპედების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეკოლოგიური მდგომარეობა აგააუარესა და საგზაო მოძრაობა გაართულა. დღეისათვის 7-მილიონიან ჰანოიში 5 მილიონამდე მოტოციკლი ან ამ კატეგორიის გადასაადგილებელი საშუალება და 500 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული.