პერუელმა მეცნიერებმა ლედი კაოს მუმიის სახე ეიჩ-3 ფორმატით აღადგინეს. მეჩეს ტომის დედოფალი, რომელიც ლათინური ამერიკის კლეოპატრას სახელით არის ცნობილი, პოლიტიკური ან რელიგიური ლიდერი იყო და 1700 წლის წინ გარდაიცვალა. მისი მუმია 2006 წელს ტრუხილიოს თიხის პირამიდაში აღმოაჩინეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლედი კაო 20 წლის ასაკში, სავარაუდოდ მშობიარობისას გარდაიცვალა.