პუტინს მხარს რუსეთის მოსახლეობის ორი-მესამედი უჭერს. სოციალური გამოკითხვა „ლევადა ცენტრმა“ ჩაატარა. გამოკითხულთა 66 პროცენტს პუტინის კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა სურს, 18 პროცენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს, 16-ტ პროცენტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.