საფრანგეთის პრეზიდენტმა ატომურ წყალქვეშა ნავზე რამდენიმე საათი გაატარა და ბირთვული რაკეტის იმიტირებული გაშვების სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. ემანუელ მაკრონი ილ ლონგის სამხედრო ბაზაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ბრექსითის შემდეგ საფრანგეთი ევროკავშირის 27 წევრს შორის ბირთვული იარაღის მქონე ერთადერთი ქვეყანა იქნება.