ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იდნოეთის პრემიერ-მინისტრს უმსაპინძლა. ნარენდრა მოდი იერუსალიმში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელს ისრაელში განსაკუთრებულად თბილი დახვედრა მოუწყეს. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის წევრები ორ ქვეყანას შორის ახლო, მეგობრული ურთიერთობებით ხსნიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმება. ხელი მოეწერება შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.