ფლორიდაში საჰაერო ბურთი ნიანგებით სავსე ტბორში ჩავარდა. დრამატულ კადრებს ფოქს-ნიუსი ავრცელებს. ინციდენტი დისნეი-ლენდის სიახლოვეს მოხდა. გონდოლაში მყოფი 16 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. ადგილობრივ კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი გადაიყვანეს, რომელსაც ტბორის წყალი ჰქონდა ნაყლაპი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.