ესპანეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ანდალუსიაში ტყის მასივს გაუჩნდა და ათობით ჰექტარის ფართობი გაანადგურა. ხანძარი მინას-დე-რიოტინტოს დასახლებული რაიონისკენ მიიწევს. სტიქიის ზონიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ლოკალიზებას 130-მდე მეხანძრე ავიაციის დახმარებით ცდილობს.