ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს თეთრი სახლის ლიდერი გამოეხმაურა. „ფხენიანმა კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ნუთუ ამ ბიჭს სხვა საქმე არაფერი აქვს?! ძნელი დასაჯერებელია, სამხრეთ კორეა და იაპონია ამას შეეგუონ. ალბათ, ჩინეთიც გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს ამ სიგიჟის წინააღმდეგ,“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანმა გამთენიისას გამოსცადა. რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.