„ყველაზე ცუდი პრეზიდენტი შტატების ისტორიაში!“- ამ ლოზინგით ამერიკის ასამდე ქალაქში, მათ შორის, ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ქუჩაში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა კონგრესს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება მოსთხოვეს. ამის მიზეზი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა, მისი უცხოური ბიზნეს-აქტივები და ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა გახდა.