ტულუზაში მომხდარი თავდასხმისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ. პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ტერაქტის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. თავდასხმა ტულუზაში გვიან საღამოს განხორციელდა. ორმა შეიარაღებულმა მოტოციკლისტმა ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები ქალი და მამაკაცი იყვნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა პირადი შურისძიების მოტივით განხორციელდა.