ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტამ სტარტი პხიონან-პუკტოს პოლიგონიდან აიღო და 40 წუთში იაპონიის ზღვაში ჩავარდა. როგორც ტელეკომპანია NHK იტყობინება, რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა, რასაც ტოკიოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბოლო 4 თვის განმავლობაში ფხენიანმა იაპონიის ძრვის მიმართულებით 4 რაკეტა გაუშვა.