საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოდგომაზე გაუქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ამით ჩვენ ფრანგებს თავისუფლებას დავუბრუნებთ და იმედი გვაქვს, რომ ტერორისტული საფრთხეებისგან მათ დაცვას შევძლებთ,“-აღნიშნა მაკრონმა.
პარიზის ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი უკვე 2 წელია, მოქმედებს.