არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანი დასაქმებული იქნება. საგანგებო განცხადება ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატების შტაბში გამოსვლისას გააკეთა.
„2025 წლისთვის ვაპირებთ უმუშევრობის მაჩვენებელი 5,5-დან 3 პროცენტზე დავიყვანოთ, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაუსაქმებელი არავინ დარჩება. ეს ჩვენთვის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია,“-აღნიშნა მერკელმა.