იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ პოლიციისა და არმიის დაფინანსებას გაზრდის. ამის შესახებ ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატების შტაბ-ბინაში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ გვსურს ძლიერი სახელმწიფო, რისი წინაპირობაც ძლიერი პოლიცია და არმიაა,“-აღნიშნა მერკელმა.