თურქეთი ადგილობრივი წარმოების ავიამზიდის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ უკვე დავასრულეთ 14 მსხვილი პროექტი და კიდევ 10 პროექტზე ვმუშაობთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ სამამულო წარმოების ავიამზიდს ავაშენებთ. გემთმშენებლობაში თურქეთი მოწინავე პოზიციაზე უნდა იყოს,“-აღნიშნა ერდოღანმა.