ავტობუსში, რომელიც ბავარიაში ავარიის შედეგად დაიწვა, საქსონიელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების უმრავლესობა პენსიონერი იყო. ავტობუსი დღეს დილით სატვირთო მანქანას დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.