კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი მარიპოსას დასახლებული რაიონისკენ მიიწევს, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონა ათობით ოჯახს დაატოვებინეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მეხანძრესთან ერთად ავიაციაც არის ჩართული.