ჰაერის მაღალ ტემპერატურას კუნძულ კრეტაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა cretalive.gr იტყობინება. ხანდაზმული მამაკაცი კლინიკაში ჰაერის უკმარისობით მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბოლო 4 დღეა, საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40-ც გრადუსამდე მერყეობს. გაუსძლისი სიცხის გამო კრეტაზე 27 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.