უამინდობა ჩინეთში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ გუანსი-ჩჟუანსის ავტონომიურ ოლქში მდინარის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი იმსხვერპლა, 9 კი დაკარგულად ითვლება. სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში 34 ადამიანი გადაიყვანეს. დატბორილია 600-მდე სახლი და 17 ატასი ჰექტარის ფართობის ნათესები. სტიქიით მიყენებული ზარალი 200 მილიონ დოლარს აღემატება.