სირიის ცენტრალურმა ბანკმა ბრუნვაში ახალი კუპიურა ჩაუშვა, რომელზეც მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადია გამოსახული. 2000 სირიული ფუნტის ბანკნოტის მიმოქცევაში ჩაშვება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა საომარი ვითარებისა და მაღალი ინფლაციის გამო გადაიდო. 2000-ფუნტიანი კუპიურა ბრუნვაში დღემდე არ ყოფილა.