მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი რამადის პროვინციაში ქალაქ რამადისთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში აიფეთქა. აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.