მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აცტეკების ლეგენდარული კოშკი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანების თავის ქალებითაა აგებული. გადმოცემის თანახმად, აცტეკებმა კოშკი ომში დაღუპული მტრის მოკვეთილი თავებისგან ააგეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მასში ქალებისა და ბავშვების თავებიცაა. სულ კოშკში 676 თავის ქალაა.