უკრაინაში კიდევ ერთი რუსი მუსიკოსი არ შეუშვეს. კიევმა „პერსონა ნონ გრატად“ ამჯერად როკ-მუსიკოსი ნაიკ ბორზოვი გამოაცხადა. მას მონაწილეობა კიევის Atlas Weekend-ის ფესტივალში უნდა მიეღო, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. მანამდე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთ ცნობილ მუსიკოსს, ანდრეი ლისიკოვს, იგივე „დელფინს“ აუკრძალეს. კიევის გადაწყვეტილება ანექსირებულ ყირიმში რუსი მუსიკოსების ვიზიტებს უკავშირდება.