მორიგი ინციდენტი ლონდონში. აუდის მარკის ავტომობილი მოზარდთა ჯგუფში შეიჭრა, რის შედეგადაც 16 წლის გოგონა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. მანქანის მძღოლმა გაქცევა შეძლო. როგორც პოლიცია აცხადებს, მას თავის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული და უახლოეს ხანებში შეიძლება სამედიცინო დახმარებისთვის რომელიმე საავადმყოფოს მიმართოს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.