ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ უარს არ იტყვის.
„სოციალურ ქსელს ვიყენებ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც თანამედროვე პრეზიდენტი,“-წერს თეთრი სახლის ლიდერი „ტვიტერზე.“
მწვავე კრიტიკის ობიექტი აშშ პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანია MSNBC-ის წამყვანებს, ჯოსკარბოროსა და მიკი ბზეჟინსკის „ტვიტერით“ შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტებს მან ფსიქიკურად არამდგრადი, დაბალი განვითარების ადამიანები უწოდა.