წელს, საბერძნეთში ევროპაში რეკორდულად ცხელი ზაფხულია. ვებგვერდ meteo.gr-ს ცნობით, ტემპერატურა 45,9 გრადუსამდე ავიდა. ასეთი მაღალი ტემპერატურა კი კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონის სიახლოვეს დაფიქსირდა.
საბერძნეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ათენის მერიამ ქალაქში კონდიციონერებით აღჭურვილი 8 დაწესებულება გახსნა, სადაც ნებესმიერ მსურველს სიცხისგან თავის დაცვა შეუძლია.
ორშაბათიდან სინოპტიკოსები ტემპერატურის 33-34 გრადუსამდე დაწევას პროგნოზირებენ.