მორიგი ინციდენტი აშშ-ში. არკანზასის ღამის კლუბში სროლის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, სროლა ჩხუბს მოჰყვა და ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. დაშავებულთაგან ყველაზე უმცროსი 16 წლისაა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.