ბრონქსის საავადმყოფოში ცეცხლი ფერადკანიანმა მამაკაცმა, 35 წლის ექიმმა ჰენრი ბელომ მოაწყო. თავდასხმას, მინიმუმ, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციელებმა მოკლეს. დანასაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. თავდასხმის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა დგინდება. არ არის გამორიცხული, ის ბელოს ცოლი იყოს.