რუსული მხარე უკრაინაში ორი რუსი მესაზღვრის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ოფიციალური განცხადება უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გააკეთა. უწყების განმარტებით, სასაზღვრო სამმართველოს ორ თანამშრომელს გზა აებნა და უკრაინის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა. ინციდენტი 30 ივნისის ღამეს ქალაქ არმიანსკთან მოხდა. ხერსონის სანაპიროებთან რუსი მესაზღვრეები ნავით მიცურავდნენ. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ყირიმში მიმდინარე წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას და მარშრუტს აცდნენ. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ დაკავებულებს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოეპყრობიან და სამშობლოში უახლოეს ხანებში დააბრუნებენ.