ნიუ იორკში ბრონქსზე მდებარე საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. თავდამსხმელი სავარაუდოდ კლინიკის ყოფილი თანამშრომელია. არიან დაშავებულები. შენობასთან პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.