საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანასაულებენ. საქმე ეხება ევროპარლამენტში თანაშემწეების დასაქმებას და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ევროპარლამენტმა ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მოუხსნა.