საფოლკის საგრაფოში Pleasurewood Hills-ს პარკს მთავარი თილისმა, თოჯინები ვუდი და რონი დაუბრუნეს. ქურდობა ქალაქ ლაუსტოფტში 2 დღის წინ მოხდა. დათვის ბელი ვუდი და ენოტი რონი პარკში გახსნის დღიდან, 1983 წლიდან ბინადრობდნენ. მოპარული თოჯინები პარკის თანამშრომლებმა Pleasurewood Hills-ის სიახლოვეს პარკებში შეფუთული იპოვნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რის შემდეგაც პარკის ადმინისტრაციამ მათ თოჯინების დაბრუნების სანაცვლოდ ხელშეუხებლობა აღუთქვა. როგორც ჩანს, ქურდებმა მოპარული თოჯინები პარკის შესასვლელთან დააგდეს.